კომპანიის ძირითადი საქმიანობა ავეჯის მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. ამ სფეროში ის ლიდერია საქართველოში. წლების მანძილზე კომპანიის მუშაობა დაიხვეწა,  დაიმატა ახალი დანადგარები, მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა მომწოდებლებთან.

ბოლო წლებში კომპანიამ, ავეჯის მასალების რეალიზაციის პარალელურად, დაიწყო ავეჯის წარმოებაც.

ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია გაგიწიოთ კონსულტაცია, შეგვიძლია მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის მანქანა-დანადგარები (მწარმოებლებს), ავეჯის მასალები და/ან მზა ავეჯი, ასევე შეგვიძლია დაგიმზადოთ ავეჯი თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად.