ფირმის ძირითადი საქმიანობა ავეჯის მასალების იმპორტი და რეალიზაციაა. ამ სფეროში ის ლიდერია საქართველოში. წლების მანძილზე ფირმის მუშაობა დაიხვეწა, გაიხსნა ახალი ფილიალები, მჭიდრო ურთიერთობები დამყარდა მომწოდებლებთან.

წლების მანძილზე მუშაობის შედეგად იმერი 7-მა ურთიერთობა დაამყარა სხვადასხვა ქვეყნის მწარმოებლებთან.

ჩვენი საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, შეგვიძლია პროფესიონალური კონსულტაცია გაგიწიოთ და მოგაწოდოთ უმაღლესი ხარისხის მანქანა-დანადგარები, მასალები და სერვისი, დაგიმზადოთ ავეჯი თქვენი ინდივიდუალური მოთხოვნის შესაბამისად.